მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება - სად ელოდებიან ამინდის მკვეთრ გაუარესებას
1783976044
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის წარმომადგენლის ცნობით, სპიკერის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მის რეზიდენციაში მიაყენეს.
თავდასხმის მოტივი ჯერ კიდევ უცნობია. სპიკერის ქმარი, პოლ პელოსი სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ნენსი პელოსი თავდასხმისას რეზიდენციაში არ იმყოფებოდა.
„დღეს დილით ადრე, თავდამსხმელი შეიჭრა პელოსის სან-ფრანცისკოს რეზიდენციაში, ფიზიკურად გაუსწორდა და შეურაცხყოფა მიაყენა პოლ პელოსს. თავდამსხმელი დაკავებულია და თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია“, - აღნიშნა პელოსის წარმომადგენელმა.