ნენსი პელოსი აცხადებს, რომ ბაიდენმა უნდა გადახედოს საპრეზიდენტო რბოლაში დარჩენის შესახებ გადაწყვეტილებას

ნენსი პელოსი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა და პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა გადახედოს საპრეზიდენტო რბოლაში დარჩენის შესახებ გადაწყვეტილებას.

ნენსი პელოსის თქმით, პრეზიდენტმა უნდა გააგრძელოს თავისი ვარიანტების აწონა.

„პრეზიდენტის გადასაწყვეტია აპირებს თუ არა კანდიდატურის დაყენებას. ჩვენ ყველანი მოვუწოდებთ მას ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ, ვინაიდან დრო იწურება“, - აღნიშნა ნენსი პელოსიმ.

„მე მინდა მან ის გააკეთოს, რასაც გადაწყვეტს. და ეს ასეა. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ჩვენ მასთან ვართ“, - დასძინა მან.