პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცოტა ხნის წინ Apple TV-მ 90-იანი წლების ცნობილი სუპერმოდელების შესახებ ახალი დოკუმენტური სერიალი გამოუშვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მოდელებიდან ერთ-ერთი ნაომი კემპბელია. აღსანიშნავია, რომ პოდიუმის დედოფალი დოკუმენტურ სერიალში მაყურებელს საკმაოდ გულწრფელად ესაუბრება და იმ დროს იხსენებს, როდესაც ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული.
ნაომის თქმით, მაშინ კარიერულად ყველაზე კარგი პერიოდი ედგა, თუმცა თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. როგორც მოდელი აღნიშნავს, ნარკოტიკების მოხმარება ბავშვობის ტრავმისა და საუკეთესო მეგობრის, ჯანი ვერსაჩეს გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის დავიწყებაში ეხმარებოდა. ნაომი ბავშვობაში მამამ მიატოვა - ეს კემპბელმა მშობელს არ აპატია.. და მასთან კონტაქტის სურვილი არც მომავალში გასჩენია..
ერთხელ ნაომი იმდენად ცუდად გახდა, რომ ფოტოსესიის დროს გონება დაკარგა.
„ჩემი საქციელით ნელ-ნელა ვიკლავდი თავს. დამოკიდებულება საძაგელი რამაა. როცა მასზე ხარ დამოკიდებული, ფიქრობ, რომ ის ნაიარევს მოგიშუშებს. თუმცა, ეს ასე არაა. მას საშინელი შიშისა და შფოთვის გამოწვევა შეუძლია. ამის გამო ძალიან ვბრაზობდი საკუთარ თავზე",- ამბობს ნაომი.
აღსანიშნავია, რომ სუპერმოდელი ნარკოდამოკიდებულების პრობლემას 5 წლის განმავლობაში ებრძვოდა.
ასევე ნახეთ:
როგორ გადაარჩინა ციხის უფროსმა, მოსამართლე თამარ ალანიას მამის მკვლელი დახვრეტას - ინტერვიუ