ნატოში აშშ-ის ელჩი: უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში ყველაზე რთულ პრობლემად კვლავ ტერიტორიების საკითხი რჩება

მეთიუ უიტაკერი

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში ყველაზე რთულ პრობლემად კვლავ ტერიტორიების საკითხი რჩება - ომის დასასრულებლად ორმა ქვეყანამ ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას უნდა მიაღწიოს, - განუცხადა Fox News-ს ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა მოიძებნოს ისეთი პირობები, რომლებიც მისაღები იქნება როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთისთვის.

„როგორც სტივ უიტკოფმა რამდენიმე კვირის წინ თქვა, საქმე, რეალურად, ერთ საკითხამდე - ტერიტორიებამდე დადის. თუმცა, ეს იქნება ყველაზე ფაქიზი და რთული საკითხი. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ მასზე მუშაობას“, - ხაზგასმით აღნიშნა უიტაკერმა.

აშშ-ის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი უნდა დასრულდეს, თუმცა დასძინა, რომ ეს საკითხები ძალიან კომპლექსური და რთულია.

კითხვაზე, თუ რა ეტაპზეა მოლაპარაკებები, მან ის შეაფასა, როგორც პროდუქტიული.

„ველით პროდუქტიულ მოლაპარაკებებს ჟენევაში. თუმცა, ცხადია, ორივე მხარის ძალისხმევაა საჭირო იმ გზის მოსაძებნად, რომელზეც ისინი ომის დასასრულებლად შეთანხმდებიან“, - განაცხადა მან.