დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
"ნატოს ღია კარის პოლიტიკა განხილვას არ ექვემდებარება", – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ვიდრე ვლადიმერ პუტინი ომს წამოიწყებდა, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მზად ვიყავით განგვეხილა ზოგიერთი საკითხი, რომელიც რუსეთმა მაგიდაზე დადო. იყო კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული დისკუსიები, რომლებიც მიგვაჩნდა, რომ ხელს შეუწყობდა ტრანსატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოებასა და მოსკოვის ზოგიერთ პრობლემასაც გადაჭრიდა. რუსეთმა ამაზე უარი თქვა. რაც შეეხება ნატოს, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ ნატოს ღია კარი ღია კარს ნიშნავს, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და განხილვას არ ექვემდებარება“, - განაცხადა პრაისმა.