ზოდიაქოს 7 ნიშანი, ვისაც აპრილის მეორე ნახევარში ფინანსური წარმატება ელის
1744393773
ჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა უკრაინაში რუსული არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ უკრაინული მედია პრაღაში უკრაინის ელჩზე ევგენ პერებიინისზე დაყრდნობით იტყობინება.
„ჩეხეთის სენატმა ახლახან გენოციდად აღიარა დანაშაულები, რომლებსაც რუსული არმია უკრაინაში სჩადის. მიღებული რეზოლუცია ასევე შეიცავს მხარდაჭერას ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ უკრაინისთვის იარაღის შემდგომი მიწოდებისა და უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – დაწერა ელჩმა „ტვიტერზე“.