66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელი სერგეი ვოლინა, რომელიც „აზოვსტალის“ ქარხანაში სხვა მებრძოლებთან ერთად იმყოფება, სოციალური ქსელის საშუალებით ილონ მასკს მიმართავს და ევაკუაციაში დახმარებას სთხოვს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ამბობენ, რომ სხვა პლანეტიდან მოხვედი, რათა ასწავლო ხალხს ირწმუნონ შეუძლებელი. ჩვენი პლანეტები მეზობლადაა, რადგან ახლა ვცხოვრობ იქ, სადაც გადარჩენა შეუძლებელია. დაგვეხმარე, დავტოვოთ „აზოვსტალი“. თუ შენ არა, მაშინ ვინ? მომეცი მინიშნება“, -წერს ვოლინა.
ილონ მასკი ამ მიმართვას ჯერ არ გამოხმაურებია.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ქარხანაში 1 000-1 200-მდე მებრძოლი რჩება, რომელთა შორის ასობით დაჭრილი და დაშავებულია. ისინი ანტისანიტარიულ პირობებში, მედიკამენტების, საკვები და სასმელი წყლის დეფიციტში იმყოფებიან.