ნატოს გენერალური მდივანი: როგორ ახერხებს პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებას? პასუხი ჩინეთია - ჩინეთი რუსეთის მაშველი რგოლია, ჩინეთს სურს, ხელი შეუშალოს თავისი მოკავშირის დამარცხებას უკრაინაში

მარკ რუტე

როგორ ახერხებს პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებას? პასუხი ჩინეთია, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.

„ჩინეთი რუსეთის მაშველი რგოლია. ჩინეთს სურს, ხელი შეუშალოს თავისი მოკავშირის დამარცხებას უკრაინაში. ჩინეთის მხარდაჭერის გარეშე, რუსეთი ვერ შეძლებდა ამ ომის გაგრძელებას. მაგალითად, რუსულ დრონებსა და სხვა სისტემებში არსებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტრონული კომპონენტების დაახლოებით 80% ჩინეთშია დამზადებული. ამიტომ, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან კიევში ან ხარკოვში, იარაღში, რომელმაც ისინი იმსხვერპლა, ხშირად ჩინური ტექნოლოგიაა გამოყენებული. და არ დაგვავიწყდეს, რომ თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთი ასევე ეყრდნობა ჩრდილოეთ კორეასა და ირანს“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.