ნატო სოლიდარობას უცხადებს თურქეთს - იენს სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი  თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელ  „ტვიტერში“ წერს.

„შოკისმომგვრელი კადრები სტამბოლიდან. ჩემი ფიქრები და ღრმა მწუხარება ყველა დაზარალებულს და თურქ ხალხს. ნატო სოლიდარობას უცხადებს ჩვენ მოკავშირე თურქეთს“, – წერს სტოლტენბერგი.

ცნობისთვის, სტამბოლში ტერაქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 81 კი დაშავდა. დაშავებულებიდან 50 საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, ხუთი კი რეანიმაციულ განყოფილებაშია. აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. თურქეთში ამბობენ, რომ ტერაქტის ბრძანება ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და ქურთულ დაჯგუფება „სახალხო დაცვის შენაერთებს“ შტაბბინა აქვთ.