NATO-ს ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე განთავსება არ იგეგმება, თუმცა საჭიროა საკმარისი რაოდენობის სამხედრო დახმარების მიწოდება უკრაინისთვის - სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი

NATO-ს ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე განთავსება არ იგეგმება, თუმცა საჭიროა საკმარისი რაოდენობის სამხედრო დახმარების მიწოდება უკრაინისთვის, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„NATO არ აპირებს უკრაინაში ჯარების განთავსებას. როდესაც მე გასულ კვირას უკრაინას ვესტუმრე, მათ არ უთხოვიათ ნატო-ს ჯარები, არამედ უფრო მეტი მხარდაჭერა მთხოვეს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

როგორც NATO-ს გენერალური მდივანი ამბობს, სწორედ შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან უკრაინაში იარაღის მიწოდების შეფერხების გამო, რუსულმა ძალებმა შეძლეს პროგრესის მიღწევა თავდასხმაში.

სტოლტენბერგის თქმით, პუტინს ამ დრომდე სჯერა, რომ უკრაინაში ომს მოიგებს და ერთადრთი გზა რუსთის ლიდერის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის არის იმის დამტკიცება, რომ საბრძოლო ველზე ის ვერ მოიგებს და ამისთვის საჭიროა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა.