,,ფეხბურთის სათამაშოდ გავიდა და მას შემდეგ არ ჩანს...“ - ოჯახი ბავშვს ეძებს
1753456678
NATO-მ შვედეთი და ფინეთი სამხედრო ალიანსში გასაწევრიანებლად ოფიციალურად მიიწვია, ამის შესახებ NATO-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოსა და მთავრობათა მეთაურების განცხადებაშია აღნიშნული.
„დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრებად და შევთანხმდით გაწევრიანების ოქმებზე ხელმოწერაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მანამდე NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოწვევის შემდეგ, საჭიროა რატიფიკაციის პროცესი 30 პარლამენტში.
„ამას ყოველთვის გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ მე ასევე ველი, რომ ეს პროცესი სწრაფად წავა, რადგან მოკავშირეები მზად არიან სცადონ, რომ რატიფიკაციის პროცესი რაც შეიძლება მალე მოხდეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.