NASA ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, კოსმოსურ ხომალდებს ლაპარაკს ასწავლის

NASA

NASA ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, კოსმოსურ ხომალდებს ლაპარაკს ასწავლის. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

NASA-ს ინჟინრებმა CahtGPT-ს ანალოგის შემუშავება გადაწყვიტეს, რომლის საშუალებითაც ასტრონავტებს შეეძლებათ სიტყვიერად დაუკავშირდნენ კოსმოსურ ხომალდს და რთული ტექნიკური სახელმძღვანელოების დათვალიერების ნაცვლად დაელაპარაკონ.

ხელოვნური ინტელექტის დანერგვა დაგეგმილია Lunar Gateway-ზე, რომელიც მთვარის ათვისების, “არტემისის პროგრამის” ნაწილი უნდა გახდეს.

მკვლევარ ლარისა სუზუკის თქმით, ასტრონავტებს შეეძლებათ სხვადასხვა ექსპერიმენტების განსახორციელებლად, ხომალდს რჩევებისთვის მიმართონ, ასევე გაეცნონ შესაძლო ტექნიკურ ხარვეზებს ან გაუმართაობას. 

ასევე ნახეთ:

VIDEO: სტიქიის უმძიმესი კადრები - ტაიფუნმა „ჰაიკუიმ“ ტაივანს გადაუარა

თაღლითური ქოლ-ცენტრი თბილისში, სადაც საეჭვო საქმიანობას ეწეოდნენ - ნახეთ, სპეციალური განცხადება

დღეიდან 600 და 1500 ლარით დაჯარიმდება მძღოლი, რომელიც ამ წესს დაარღვევს - საყურადღებო ინფორმაცია