1728420497
ნაპოვნია ბაიდენის საიდუმლო დოკუმენტების მეორე პარტია - მედია
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თანაშემწეებმა საიდუმლო დოკუმენტები კიდევ ერთ ლოკაციაზე აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.
მიმდინარე კვირის დასაწყისში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის იურისტების გუნდმა ნოემბრის დასაწყისში ბაიდენის ყოფილ ოფისში, პენ ბაიდენის ანალიტიკურ ცენტრში 10-მდე საიდუმლო ფაილი აღმოაჩინეს და ისინი დაუყოვნებლივ გადასცეს ეროვნულ არქივს. საკითხს ამჟამად იუსტიციის დეპარტამენტი სწავლობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ანალიტიკურ ცენტრში, რომელსაც ჯო ბაიდენი ოფისად იყენებდა 2017-2020 წლებში, ინახებოდა აშშ-ის სადაზვერვო ჩანაწერები, ასევე უკრაინასთან, ირანთან და დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებული ბრიფინგების მასალები.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თავის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია და გამოძიებასთან თანამშრომლობს.