ნახეთ, რა მოხდა, როცა ცოლის დაქირავებული ქილერები ქმარს დაუმეგობრდნენ

ქილერი

ინდოეთში დაქირავებული მკვლელები სამიზნესთან ერთად დათვრნენ და კეტჩუპის გამოყენებით მკვლელობის ინსცენირება სცადეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით,  ტამილნადუს შტატში ქალმა სახელად ანუპალავიმ თავისი ქმრის ნავინ ქუმარის მკვლელობა შეუკვეთა. ქალმა და მისმა საყვარელმა სამი მკვლელი დაიქირავეს

დაქირავებულმა მკვლელებმა ავანსად 90 000 რუპია (1100 დოლარი) აიღეს, ხოლო დანარჩენი თანხა - 110 000 რუპია (1400 დოლარი) მკვლელობის დამადასტურებელი ფოტოების წარდგენის შემდეგ უნდა მიეღოთ.

გეგმის თანახმად, დაქირავებულ მკვლელებს ნავინ ქუმარი უნდა გაეტაცათ და მოეკლათ, თუმცა მათ გამბედაობა არ ეყოთ. ამის შემდეგ ისინი ქუმართან ერთად დათვრნენ, კეტჩუპი წაუსვეს, ფოტოები კი დამკვეთებს გაუგზავნეს.