1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
“გამარჯობა, მე ვარ მკვლელი, მაქვს იდეა” – ნეთანიელ ქალთან უცნაური ზარი შევიდა. თავიდან იფიქრა, რომ მას ეხუმრებოდნენ, მაგრამ ყველაფერი მართალი აღმოჩნდა: მისი მკვლელობა ყოფილმა ქმარმა გადაწყვიტა.
ეს არ არის Netflix-ის ან ჰოლივუდის სამოქმედო სცენარი. ეს ხდება ისრაელში. ნეთანიელ ქალბატონს უცხო ადამიანმა დაურეკა. მან თავი მკვლელად წარუდგინა და გაუმხილა, რომ მისი მოკვლა უნდა. როგორ დასრულდა ეს ამბავი, ამის შესახებ იტყობინება ადგილობრივი ახალი ამბების საიტი.
40 წლის ქალი, რომელმაც განქორწინება მოითხოვა, არ ელოდა, რომ უცნობი ნომრიდან განხორციელებული სატელეფონო ზარი მის ცხოვრებას შცვლიდა. 27 ოქტომბერს, ვიღაცამ დაურეკა და აუხსნა, რომ მის მოსაკლავად იყო დაქირავებული. თავისი სიტყვების დასამტკიცებლად უცნობმა ქალს აუდიოჩანაწერი მოასმენინა, სადაც ყოფილი ქმარი მასთან მოლაპარაკებას აწარმოებს.
„ორნი მიდით მასთან, დარწმუნდით, რომ შინ მარტოა, შედით ბინაში და სასიკვდილოდ სცემეთ, რომ ინანოს ამ ქვეყნად დაბადება“, – გარკვევით ისმოდა ქმრის ხმა ჩანაწერში.
მკვლელის თქმით, ქალს ჰქონდა 48 საათი, რათა გადაეწყვიტა, სურდა თუ არა „შეკვეთის გადამისამართება“ ყოფილ ქმარზე. „თუ გინდა, რომ ის მოვკლა და არა – შენ, გადაიხადე 32 000 შეკელი”, – უთხრა მკვლელმა.
ქალი არც თუ ისე უტვინო აღმოჩნდა – არ შეუგროვებია საჭირო თანხა და პოლიციას მიმართა.
ქალის ქმარი და დაქირავებული მკვლელი დააკავეს, თუმცა დაკითხვისას ორივემ უარი თქვა მათ მიმართ გაჩენილი ეჭვების აღიარებაზე.
საქმე სასამართლომდე მივიდა. მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ქალის ყოფილი ქმარი უნდა დაეკავებინათ. მკვლელთან დაკავშირებით მოსამართლემ განაცხადა, რომ მისგან ასეთ „აშკარა სისულელეს“ არ ელოდა. „მსგავსი საუბრები ტელეფონით არ ხდება“, – განმარტა მოსამართლემ. ვინაიდან მან ჩათვალა, რომ შესაძლოა, სხვამ წაართვა მკვლელის აპარატი და გამოიყენა პირადი სარგებლობისთვის, ის შინაპატიმრობით გაათავისუფლა.