მზად ვართ, დავიცვათ NATO-ს მთელი ტერიტორია - ესტონეთი

ესტონეთის დროშა

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას „ტვიტერზე“ ეხმაურება.

„პოლონეთიდან გავრცელებული ბოლო ინფორმაცია ყველაზე შემაშფოთებელია. მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზად არის, რომ დაიცვას ნატო-ს ყოველი სანტიმეტრი. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, პოლონეთში, დიდი ალბათობით, რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტების სამიზნე სავარაუდოდ უკრაინა იყო, თუმცა ამ დრომდე დამატებითი ინფორმაცია უცნობია. მედიისვე ცნობით, რუსული რაკეტა პოლონეთის ქალაქ პრეჟვოდოვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვართან მდებარეობს.