მთვრალმა პოლიციელმა 13 პატიმარი გაათავისუფლა, რათა ახალი წელი აღენიშნათ (უცხოეთი)

მთვრალმა პოლიციელმა 13 პატიმარი გაათავისუფლა

მთვრალმა პოლიციელმა 13 პატიმარი გაათავისუფლა, რათა ახალი წელი აღენიშნათ. ციხიდან თვითნებურად გათავისუფლებული პატიმრები, ახალი წლის აღნიშვნის შემდეგ, საპყრობილეში არ დაბრუნდნენ, პოლიცია მათ ამ დრომდე ეძებს.

დეტექტივ ინსპექტორი ტიტუს ფირი ჩადენილი ქმედების გამო დააკავეს. პატიმრები, რომელსაც პოლიციელმა საახალწლო ზეიმი მოუწყო, ისეთ დანაშაულებში იყვნენ ბრალდებულები, როგორიცაა: ძარცვა, ყაჩაღობა და ქურდობა.

როგორც პოლიციელის კოლეგა ყვება, ამ უკანასკნელმა მას ძალის გამოყენებით წაართვა პატიმართა საკნების გასაღები, გააღო როგორც ქალთა, ასევე კაცთა საკნები და მათ განუცხადა, რომ ისინი თავისუფლები იყვნენ და შეეძლოთ თავიანთი სურვილისამებრ შეხვედროდნენ ახალ წელს.