ენტონი ბლინკენი სამხრეთ კორეაში ჩავიდა

ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სამხრეთ კორეაში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ჩოი სანგ-მოკის შეხვდა.

ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი სრულად ენდობა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ჩოი სანგ-მოკის ხელმძღვანელობას.

ამასთან, ბლინკენმა შეხვედრაზე აღნიშნა ვაშინგტონის „ურყევი ერთგულება“ სამხრეთ კორეის მიმართ.

ჩოისთან შეხვედრის შემდეგ, ენტონი ბლინკენმა ერთობლივი ბრიფინგი გამართა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ჩო-ტაე-იულთან.