„მსურველთა კოალიციის“ სამიტი ხუთშაბათს პარიზში გაიმართება - ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, „მსურველთა კოალიციის“ სამიტი, რომელზეც უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ, მომავალი კვირის ხუთშაბათს პარიზში გაიმართება.

BFMTV-ის ცნობით, ამის შესახებ მაკრონმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, სამიტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.

მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს აშშ-უკრაინის წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

„ამ მხრივ, რუსეთის ნაწილობრივი, ძალიან იმედგაცრუებული პასუხი, იმედი მაქვს, მხოლოდ დროებითი უარია”, - განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ ამ პასუხმა ცხადი გახადა, რომ „რუსეთს ამ ეტაპზე გულწრფელად არ სურს ეს მშვიდობა“.