მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცხოველი გადაშენების საფრთხის წინაშე დგას

Andy Soloman/UCG/Universal Images Group/Getty Images

ჟირაფების პოპულაცია საგანგაშოდ სწრაფი ტემპებით მცირდება, ამის მიზეზი, ბრაკონიერობა, ურბანიზაცია და გვალვაა, რომელიც მსოფლიო კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია.  ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის თევზისა და ველური ბუნების დაცვის სამსახური გამოვიდა ინიციატივით, რომ ჟირაფების რამდენიმე სახეობა საფრთხის ქვეშ მყოფი ან გადაშენების პირას მყოფი ცხოველების კატეგორიაში მოექცეს.

ფედერალურ დაცვას პირველად, გადაშენების პირას მყოფი სახეობების აქტის მიხედვით, აფრიკაში ბინადარი ჟირაფები მიიღებენ.

სახეობის "გადაშენების საფრთხის ქვეშ“ მყოფად გამოცხადება, კანონის მიხედვით, საფრთხის ყველაზე მაღალი დონეა, რაც მიუთითებს, რომ სახეობა გადაშენების უშუალო საფრთხის წინაშე დგას ან შესაძლოა უახლოეს მომავალში დადგეს ეს საშიშროება.