ადრეული დემენციის 5 ნიშანი, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის
1728324179
გლობალურად დედები უფრო ნაკლებ შვილს აჩენენ, თუმცა საინტერესოა, რომ ტყუპებისა და სამტყუპების რაოდენობა დღითი დღე იზრდება. პირველად ხდება ისტორიაში, რომ შობადობის საერთო მაჩვენებლის შემცირების პარალელურად, ტყუპებისა და სამტყუპების რაოდენობა გაიზარდა. მკვლევრები პროგნოზირებენ, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დედათა მზარდი ასაკია, რაც უშვილობის მკურნალობასთან ერთად, მრავალნაყოფიანი შობადობების გახშირებას უწყობს ხელს. როგორც წესი, ტყუპების დაბადება იშვიათი მოვლენაა, თუმცა ეს მაინც ბუნებრივი პროცესის ნაწილია. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით ყოველი 60 ორსულობიდან ერთის შედეგად ტყუპები იბადებიან.
ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა ორი კვერცხუჯრედი ერთდროულად ნაყოფიერდება ან ერთი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ორად იყოფა. ასევე, არსებობს ე.წ. ჰიპეროვულაციის ფენომენი, როდესაც ერთი ციკლის განმავლობაში რამდენიმე კვერცხუჯრედი გამოიყოფა. ეს პროცესი უფრო ხშირია ქალებში, რომლებიც ასაკში შედიან, რადგან ამაში ჰორმონალური ცვლილებები დიდ როლს ასრულებს. იშვიათად, ჰიპეროვულაციის შედეგად შეიძლება, სამი ან უფრო მეტი ტყუპი ნაყოფი ჩაისახოს.
2023 წლის მონაცემებით, ინგლისსა და უელსში 20 წლამდე ასაკის ქალებში ყოველი 2000 ორსულობიდან ტყუპების დაბადებით მხოლოდ ერთი სრულდებოდა. ამასთან, 35-39 წლის ქალებში ეს მაჩვენებელი ყოველი 57 ორსულობიდან ერთამდე იზრდებოდა. მეცნიერების შეფასებით, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში დედების მზარდი ასაკი 2050-დან 2100 წლამდე ტყუპების დაბადების გახშირებას გამოიწვევს.
წარსულში მრავალნაყოფიანობა კულტურულ და ეკონომიკურ ცვლილებებზე იყო დამოკიდებული. მაგალითად, XX საუკუნის შუა ხანებში, როდესაც ოჯახები შედარებით დიდი იყო, ტყუპების შობადობის მაჩვენებელი 1000-დან 12-13-ზე სტაბილურად ნარჩუნდებოდა 1970-80-იან წლებში დიდი ოჯახები გაიშვიათდა და ტყუპები ისე ხშირად აღარ იბადებოდნენ. მოგვიანებით, 1990-2000-იან წლებში, ნაყოფიერების მკურნალობის განვითარებამ (რამდენიმე განაყოფიერებული კვერცხუჯრედის გადანერგვა ტყუპების დაბადების შანსს ზრდის) ეს მაჩვენებელი ისევ გაზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტყუპების დაბადება ბევრისთვის სიხარულის მომტანია, მას სირთულეებიც ახლავს თან. მათ შორისაა ნაადრევი მშობიარობა, ახალშობილთა მდგომარეობის გართულებები, ასევე დამატებითი ფინანსური და ემოციური დატვირთვა. ოჯახებს, რომლებიც ტყუპებს ზრდიან, ბევრად მეტი ხარჯი უჩნდებათ მათთან შედარებით, ვისაც ორი შვილი გარკვეული შუალედით უჩნდებათ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო და სოციალური დახმარების სისტემებმა ასეთი ოჯახების საჭიროებებს სათანადო ყურადღება დაუთმონ.