10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება - გაფრთხილება მძღოლებს
1741287141
დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ არა მხოლოდ რუსეთი და ბოროტების ღერძი ცდილობენ მსოფლიო წესრიგის მოშლას, არამედ შეერთებული შტატები.
ამის შესახებ ზალუჟნიმ საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა.
„ეს არ არის მხოლოდ ბოროტების ღერძი, რომელიც ცდილობს მსოფლიო წესრიგის გადახედვას. აშშ ანგრევს მსოფლიო წესრიგს. აშკარაა, რომ თეთრმა სახლმა ეჭვქვეშ დააყენა მთელი დასავლური სამყაროს ერთიანობა და ახლა ვაშინგტონი ცდილობს, უსაფრთხოების საკითხები გადასცეს ევროპას აშშ-ის მონაწილეობის გარეშე“, – განაცხადა ზალუჟნიმ.
მისი თქმით, ნატო-მ, შესაძლოა, შეწყვიტოს არსებობა, ხოლო რუსეთი მოაკითხავს ევროპას.
„აშკარაა, რომ ვაშინგტონის მიერ რუსეთის ფედერაციის აგრესიის არაღიარება, ასევე, ახალი გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვისაც. ეს საკმარისია იმის გასაგებად, რომ უკვე არა მხოლოდ რუსეთი და ბოროტების ღერძი ცდილობენ მსოფლიო წესრიგის მოშლას, არამედ აშშ, ფაქტობრივად, საბოლოოდ შლის მას“, – თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა.