1743366857
მსოფლიო ოკეანის დონე ბოლო გამყინვარების პერიოდის შემდეგ 38 მეტრით გაიზარდა

მეცნიერებმა ზღვიდან ნიმუშები აიღეს, რათა მსოფლიო ოკეანის დონის მაჩვენებელი შეესწავლათ. ახალი კვლევები აჩვენებს, რომ მსოფლიო ოკეანის დონე ბოლო გამყინვარების შემდეგ დაახლოებით 8 000 წლის განმავლობაში იზრდებოდა.
ახალმა გეოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ზღვის დონე 38 მეტრითაა გაზრდილი. თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევებისა და მყინვარების მასიური დნობის ფონზე, მიღებული შედეგები მეცნიერებს დაეხმარებათ უკეთ გაიგონ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები გლობალური დათბობის პირობებში.
ზღვის დონის მატება ორ ეტაპს მოიცავს. პირველი დაახლოებით 10 300 წლის წინ გამდნარი წყლის მატების ხარჯზე მოხდა. მეორე კი - დაახლოებით 8300 წლის წინ, რაც არა მხოლოდ წყლის დნობასთან იყო კავშირში, არამედ ტბებიდან გამომავალი შენაკადების მატებით.
მეცნიერების თქმით, ამ ეტაპზე ზღვის დონე წელიწადში 3-4 მილიმეტრით იზრდება და, დიდი ალბათობით, საუკუნის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 4-9 მილიმეტრამდე გაიზრდება.
სპეციალისტების თქმით, ზღვის დონის მატება სერიოზული განხილვის საკითხს წარმოადგენს კლიმატური პირობების ცვლილებებისა და მოსახლეობის, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ფონზე.