„მოვიდა ძალიან ლამაზი ქალი და თვალები გამიხილა...“ - რას ჰყვება კომიდან გამოსული ექიმი

კაცი

წამყვანი ექიმი, რომელიც კომაში ჩავარდა, განმარტავს, თუ რა განიცადა „სამოთხეში".

ამერიკელი ნეიროქირურგის და მწერალის, დოქტორ ბენ ალექსანდრეს ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა 2008 წლის ნოემბერში, როდესაც მან ერთ დილას გაიღვიძა „მწვავე თავის ტკივილით“.

„რამდენიმე საათში კომაში ჩავვარდი: ტვინის ის ნაწილი, რომელიც ამუშავებს აზროვნების პროცესს, მთლიანად დაიხურა“, - განმარტა მან.

დადგინდა, რომ ალექსანდრე იტანჯებოდა ბაქტერიული მენინგიტით და მისი გადარჩენის შანსი თითქმის არ იყო.

„ჩემი ტვინი არ ფუნქციონირებდა, ის მთლიანად გათიშული იყო. მაგრამ ჩემი შინაგანი მე მაინც არსებობდა. შვიდი დღის განმავლობაში, როცა ვიწექი ამ უპასუხო კომაში, ჩემი ცნობიერება მოგზაურობდა მთელ რიგ სფეროებში, ყოველი მათგანი წინაზე არაჩვეულებრივი იყო“,- იხსენებს ექიმი.

რა დაინახა ექიმმა კომაში ყოფნის დროს

ალექსანდრემ განმარტა, რომ მისი კომის სამედიცინო ჩანაწერები არ აჩვენებენ ტვინის რაიმე აქტივობას. კომაში ჩავარდნის შემდეგ, ის თითქოს იყო „პრიმიტიულ, პირველყოფილ მდგომარეობაში, თითქოს მიწაში იყო დამარხული“.

ალექსანდრემ აღწერა ის, რისი თვითმხილველიც გახდა: „შუქი ნელა ჩამოვიდა ზემოდან. ნელ-ნელა ჩემკენ მოდიოდა ვერცხლის და ოქროსფერი ბრწყინვალების საოცარი ძაფები. ეს იყო წრიული არსება, რომელიც ასხივებდა მშვენიერ, ზეციურ სხივს. შემდეგ სინათლე ნაპრალივით გაიხსნა.  ვიგრძენი, რომ გავდიოდი აყვავებულ მწვანე ხეობაში, სადაც ჩანჩქერები ბროლის აუზებში მოედინებოდა. ღრუბლები ვარდისფერი და თეთრი იყო, მათ უკან კი ლურჯი ცა მოჩანდა“,- იხსენებდა ექიმი. 

ალექსანდრე ამტკიცებს, რომ ეწვია სამოთხეს მაშინ, როცა კომაში ებრძოდა მენინგიტს. 

ის აღწერს სამოთხეს, როგორც „დედამიწასავით ვრცელ, მრავალფეროვანს და დასახლებულს“, მაგრამ ამბობს, რომ იქ „არაფერი არ არის იზოლირებული და გაუცხოებული და ყველაფერი ერთია“. 

ასევე, ექიმი იხსენებდა, რომ მასთან მივიდა ლამაზი ქალი, რომელმაც გამოაფხიზლა და მიწიერ სამყაროში დააბრუნა

„ის იყო არაჩვეულებრივად ლამაზი ქალი, რომელსაც პირველად ვხედავდი ცხოვრებაში. მთელი ჩემი ცხოვრება ღირდა მისი თვალების დასანახად. ყველანაირი ლაპარაკის გარეშე, მან მაცნობა, რომ ვუყვარდი და ჩემზე ზრუნავდა. დამარწმუნა, რომ ეს სამყარო უკეთესი იყო. შემდეგ თვალები გამიხილა და მეც დავბრუნდი“,- ამბობს დოქტორი ალექსანდრე. 

აღსანიშნავია, რომ კომაში ყოფნის დროს, ალექსანდრეს გაუმჯობესების ნიშნები არ აღენიშნებოდა. ამის გამო ექიმები იმასაც განიხილავდნენ, გამოერთოთ თუ არა აპარატი. მაგრამ შემდეგ ის მოულოდნელად მოეგო გონს.

როგორც ალექსანდრე განმარტავს, მან თავიდან დაიწყო და ისწავლა ცხოვრება. 8 კვირის შემდეგ კი მისი სამეცნიერო ცოდნაც აღიდგინა. 

ალექსანდრემ განაგრძო საქმიანობა და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, სამი წიგნი დაწერა: სამოთხის მტკიცებულება, სამოთხის რუკა და ცხოვრება გონებაგახსნილ სამყაროში.