ჩინეთი

მოულოდნელად გამოცხადებული ლოქდაუნის გამო, პაემანზე წასული ქალი კაცის სახლში ჩარჩა

ქალაქში მოულოდნელად გამოცხადებული ლოკდაუნის გამო, ბრმა პაემანზე წასული ქალი იძულებული გახდა, კაცთან სახლში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩენილიყო, ინფორმაციას CNN ავრცელებს.

30 წლის ქალი, რომელიც სოციალურ ქსელებში გვარით - ვენგით არის დარეგიტრირებული, მშობლიურ ქალაქში, ჯონგჯოუში ბრმა პაემანზე, პირველ შეხვედრაზე კაცს სახლში ესტუმრა, რათა მისი გაკეთებული კერძები დაეგემოვნებინა.

„ასაკი მემატება, მშობლებმა 10 მამაკაცი გამაცნეს, მეხუთემ მთხოვა, მასთან სახლში მივსულიყავი, რომ ჩემთვის კერძები მოემზადებინა“, - ამბობს ვენგი ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ვახშმის დასრულების შემდეგ, როდესაც ვენგი სახლში წასვლას აპირებდა, აღმოაჩინა, რომ იმ უბანში მოულოდნელად მკაცრი ლოკდაუნი გამოაცხადეს. ქალმა გარეთ გასვლა ვერ შეძლო და იძულებული გახდა, რამდენიმე დღე თითქმის უცხო მამაკაცის სახლში გაეტარებინა. სოციალურ ქსელში აქვეყნებდა პოსტებსა და ვიდეოებს, სადაც ჩანდა, როგორ უმზადებდა მასპინძელი კერძებს, წმენდდა იატაკს, მუშაობდა სახლიდან... ვიდეოები ვირუსულად გავრცელდა და ჩინეთის ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელ „ვეიბოზე“. ვენგის პროფილს ყოველდღიურად მილიონობით ნახვა აქვს.

ორშაბათს მან დაწერა, რომ ჯერ კიდევ მამაკაცის სახლში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, ჯონგჯოუში, რომელიც ჰენანის პროვინციის დედაქალაქია, კოვიდის 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ხელისუფლებამ სამშაბათს განაცხადა, რომ დაიხურება ყველა მეორეხარისხოვანი ბიზნესობიექტი, როგორიცაა სილამაზის სალონები, რესტორნების შიდა სივრცეები. მაღალი რისკის ტერიტორიაზე არ იმოძრავებს ტაქსები და ავტობუსები. 

მთავარი სიახლეები

ვიდეოები

1642585090

მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ა...

მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს მიწის ფართობი გადაეცა, სადაც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა. „თქვენს უწმინდესობას, წმინდა სინოდის წევრებს, მოსახლეობას, ყველას გილოცავთ ნათლისღებას. ჩემთვის დიდი პატივია, დღეს ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ფრიად სასიხარულო ამბავი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ ისტორიული მოვლენის მონაწილენი ვართ. მისი უდიდებულესობის, იორდანიის მეფის, აბდულა მეორისა და მისი უმაღლესობის, პრინც ღაზის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. პატრიარქის კურთხევით, აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. 300 წლის შემდეგ საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე. ყველა ქართველისთვის სასიხარულოა ეს მოვლენა, რომელიც შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად. ფასდაუდებელი იყო ჩვენი პატრიარქის, მისი უწმინდესობის ჩართულობა, მისი დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი. ერისა და ბერის ასეთი ერთიანობა, ყოველთვის არის და იქნება ჩვენი ქვეყნის წინსვლის, განვითარების უმთავრესი წინაპირობა. მადლობას ვუხდი მის უდიდებულესობა მეფე აბდულა მეორეს, მის უმაღლესობა პრინც ღაზის, იერუსალიმის პატრიარქ თეოფილუსს, იორდანიის არქიეპისკოპოს ქრისტოფორუსს, ჩვენი მთავრობის, საელჩოს თითოეულ თანამშრომელს, ჩვენს ელჩს იორდანიაში ზაზა კანდელაკს, ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა ჩვენს წინაპართა დიდი ტრადიციის გასაგრძელებლად. თითოეულ ქართველ ვულოცავ ამ მნიშვნელოვანი სულიერი და კულტურული ცხოვრების კერის დაარსებას წმინდა მიწაზე. ნათლისღებას გილოცავთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ილია-მეორე

სოციალური თემა

საზოგადოება

ნოდიკო ტატიშვილი

1642590373

„ეს საპასუხისმგებლო მისია“ - როგორ გახდა ნოდიკო ტატიშვილი 28 ბავშვის ნ...

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს ნათ­ლის­ღე­ბას აღ­ნიშ­ნავს. როგორც მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ამბობს, მას 28 ნათლული ჰყავს და თითოეულ ოჯახთან დიდი ისტორია აკავშირებს. „ეს საპასუხისმგებლო მისია. ვნერვიულობ-ხოლმე რადგან მარტივი არ არის. კოლექციას ხომ არ აგროვებ. როცა ბავშვს ნათლავ მისი ოჯახი უნდა გიყვარდეს. თითოეულ მათგანთან ჩემი ურთიერთობების საკმაოდ დიდხნიანი ისტორია მაქვს. ძალიან მიყვარს ნათლულების მშობლები. მინდა ყველას მივულოცო ეს დღე,“ - ამბობს ნოდიკო ტატიშვილი „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში.

სხვა სიახლეები

ნიკა ქაცარიძე

1642592125

ნიკა ქაცარიძემ თავისი სიკვდილი იწინასწარმეტყველა - რას ჰყვება მსახიობი...

მსახიობ ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირა გავიდა. მისი მეგობრები აღნიშნავენ, რომ ის სიკვდილზე ხშირად საუბრობდა. პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი: „იმ დღეს, სანამ გარდაიცვლებოდა, დამირეკა, ძალიან მინდა, ყველანი ჩემთან შევიკრიბოთო. ასე ჩამოურეკავს სხვებთანაც. ვუთხარი, მოდი, 8 იანვრისთვის გადავდოთ-მეთქი. არაო, მიპასუხა, მინდა, ყველანი დღეს გნახოთო. სამწუხაროდ, ვეღარ ვნახეთ…“ რუსთაველის თეატრის მსახიობი, ირაკლი სანაია: „ხშირად ამბობდა, ბიჭებო, ერთმანეთს მოვეფეროთ და ჩავეხუტოთ, არ ვიცით, ვინ როდის წავალთ ამქვეყნიდანო. დაახლოებით 5 წლის წინ მითხრა, ირაკლი, ასე მგონია, მალე მოვკვდებიო, მაშინ გავბრაზდი, რა სისულელეს ლაპარაკობ-მეთქი…“ ცნობისთვის, ნიკა ქაცარიძე 43 წლის გახლდათ. მსახიობის გარდაცვალების მიზეზად გულის პრობლემა დასახელდა.

ოკუპაცია

1642590721

სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზზე ადგილობრივებმა ოკუპანტების გააქტიურე...

სოფელ კირბალთან საოკუპაციო ხაზზე ადგილობრივებმა ოკუპანტების გააქტიურება შენიშნეს. ისინი ჰყვებიან, რომ ოკუპანტები მანქანით მოძრაობდნენ და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე თეთრი ნიშნულები დატოვეს. კირბალელები შიშობენ, რომ ამ მოქმედებას გაგრძელება მოჰყვება და ისინი სასაფლაოს ნაწილს დაკარგავენ. უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს არ ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სავარაუდოდ, ამ ფაქტის განხილვა მოხდება ხვალ ერგნეთში, ინციდენტის პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომუშავე კომისიის მორიგი შეხვედრაზე.

ხაჩიძე ზურა

1642590475

Exclusive: მე ამ ნდობას გავამართლებ. აგერ ნახავთ - ნახეთ, რა მეგა თოქშ...

25 იანვარს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ახალ მეგა თოქშოუს იწყებს. "ღამის პრაიმ ტაიმი" ასე ჰქვია ახალ სატელევიზიო გადაცემას, რომელსაც ვარსკვლავური ექვსეული წაიყვანს. თოქშოუ სამშაბათობით 22 საათზე გავა ეთერში. მათ იცნობს ყველა. ბევრ მათგანს პირველად იხილავთ ტელეწამყვანის ამპლუაში. ისინი არიან ექვსნი და საუბრობენ ყველა აქტუალურ თემაზე. მსჯელობენ ხმამაღლა, ბჭობენ, არიან ობიექტურნი თუ სუბიექტურნი, მაყურებლამდე მოაქვთ მთავარი თემები. რითი განვსხვავდებით და რა გვაქვს საერთო? საზოგადოების საპირისპირო მოსაზრებები და ექვსი პიროვნული პოზიცია. მაშ ასე, ახალი მეგა თოქშოუს წამყვანები არიან: ავთანდილ ცქვიტინიძე, ზურა ხაჩიძე, ანი ჩირაძე, ბაჩო კოლელიშვილი, ნიკა ხაჩიძე და ნინო ჩხეიძე.   დიახ, აი, ასეთი საინტერესოდ მოულოდნელი ექვსეული შეკრიბა "რუსთავი 2"-ის მმართველმა დირექტორმა, თაკო ფხაკაძემ "ღამის პრაიმ ტაიმის" მთავარ პროდიუსერთან, მაია სტეფნაძესთან ერთად.  ქასთინგი იყო მნიშვნელოვნად მრავალფეროვანი, მსჯელობებითა და ბევრი კანდიდატურის განხილვით. ახალი გამოწვევა მაცდური და მომხიბვლელი აღმოჩნდა ყველა მათგანისთვის, საბოლოო არჩევანი კი საინტერესო ბექგრაუნდის მქონე ამ ვარკვლავურ ექვსეულზე გაკეთდა. თუ როგორ დაიყოლიეს თითოეული მათგანი, რა დამოკიდებულებებით მოვიდნენ არხზე და როგორ ხედავენ თავს ახალ ამპლუაში, ამას პირველად "პრაიმტაიმის" მკითხველი გაიგებს. ახალი თოქშოუს წამყვანების ინტერვიუებს აქ წაიკითხავთ. ასე რომ, თვალი ადევნეთ ჩვენი სააგენტოს მიერ მოწოდებულ ახალ ამბებს. პირველად ექსკლუზიურად კი ზურა ხაჩიძე მოგვიყვება, როგორ აღმოჩნდა შოუს წამყვანად. ზურა ხაჩიძე: - როცა ახალ გამოწვევაზე ნაფიქრი მაქვს, სწრაფად ვრეაგირებ. როგორც კი თოქშოუს წამყვანობა შემომთავაზეს, რატომაც არა-მეთქი, ვთქვი. თუმცა თავდაპირველად დავინტერესდი, რა ბარიერის გადალახვა მომიწევდა, რა სირთულეს უნდა შევჭიდებოდი, გავართმევდი თუ არა თავს, რა მევალებოდა და ასე შემდეგ. შემდეგ უკვე როცა თაკო ფხაკაძემ და მაია სტეფნაძემ მითხრეს, თუ რა ტიპის გადაცემაში მომიაზრეს, მაშინვე დავთანხმდი. ეს არის აპოლიტიკური, არა ყვითელი გადაცემა, რომელიც საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს გასცემს პასუხებს. პირველივე გასაუბრებაზე, როგორც კი "ყური" გამიკეთეს და ჩაირთო კამერები,  თანამწყვანების გარემოცვაში, მოცემულ თემებზე საუბრის დროს, როგორც თევზი წყალში, ისე ვიგრძენი თავი. საცდელი გადაცემის ჩაწერისას, ყურში თაკო ფხაკაძის ხმა გაისმა, გადაწყვეტილია, შენ გიპოვეთ როგორც წამყვანიო. ამ სიტყვებმა დიდი სტიმული მომცა. მე მას ამ მოლოდინს არ გავუწბილებ. აგერ ნახავთ. ჩემს შედეგს დავდებ. "ღამის პრაიმ ტაიმი" ეს იქნება გადაცემა საზოგადოებაში დასმული კითხვების აქტუალურობაზე. დიდი ხანია მაწუხებს ეს სათქმელი. საზოგადოებაში დასმულ ყველა ლეგიტიმურ კითხვებზე, პასუხი უნდა მივიღოთ. ეს გადაცემა არც ერთ სხვა გადაცემას არ დაემსგავსება.   საკმაოდ კარგი ექვსეული ვართ შეკრებილი. ყველა სფეროზე და სეგმენტზე გასული წამყვნები შეიკრიბა.  მე ჩემს ძირითად სამსახურში აუცილებლად ვიქნები, იცით, რომ საჯარო მოხელე ვარ. პროდიუსერებმა მითხრეს, რომ ხელს შემიწყობენ. იმ პასუხისმგებლობას, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მაქვს აღებული, არ გავურბივარ, არც ვტოვებ. ამ ინტერვიუთი პირველად გაიგებენ ჩემს ამ ახალ ამპლუაზე. ეს გადაცემა ჩემს რეგიონსაც წაადგება ბევრ საკითხში. გავაჟღერებ პრობლემებს, როგორც საჯარო მოხელე, საზოგადოებაში დასმულ კითხვებს პასუხს გავცემ. არ გავექცევი, პირიქით.  ძალიან დიდი მადლობა თაკო ფხაკაძეს და მაია სტეფნაძეს იმისთვის, რომ ასეთი ნდობა გამომიცხადეს. ამ ნდობას გავამართლებ. მე მაქსიმალისტი ვარ. საქმეში მეორეობა არ მიყვარს და ამას, თანაწამყვანებთან ერთად, გადაცემის რეიტინგში ავსახავ. ჩემს შრომას მაქსიმალურად ჩავდებ და ეს გადაცემა თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის.  "ღამის პრაიმ ტაიმი" მნიშვნელოვანი ხიდი იქნება ტელევიზიასა და საზოგადოებას შორის. 

ლომჯარია

1642590409

სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა სამართლიანია...

“დაზარალებულის სტატუსს რაც შეეხება, ჩვენ კარგად გვესმის ეს მოთხოვნა და ვფიქრობთ, რომ სამართლიანია, თუმცა იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს კონკრეტული პოზიცია, საჭიროა საქმის მასალების ნახვა და შესწავლა. როცა ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას ბრალის წარდგენის თუ დაზარალებულის მინიჭების თაობაზე, ჩვენ გვაქვს სრული სურათი გამოძიებაში არსებული მასალების და მტკიცებულებების", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილისთვის არაადამიანური მოპყრობის გამო დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა. "ამ ეტაპზე ვთვლი, რომ ეს მოთხოვნა არის არგუმენტირებული, თუმცა, იმისათვის, რომ ეს რეკომენდაცია სახალხო დამცველმაც გასცეს, გვჭირდება მეტი ინფორმაცია, ვეცდებით ეს ინფორმაცია მოვიპოვოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან და თუ გვექნება გარკვეულ მტკიცებულებებზე წვდომა, რაც მეტი დამაჯერებლობით მოგვცემს იმის მტკიცების საფუძველს, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საფუძველი არსებობს, ჩვენ ამას ვიტყვით,” - განაცხადა ლომჯარიამ.

გია ვოლსკი

1642590393

სააკაშვილს ქვეყნისთვის კარგი არ უნდა - გია ვოლსკი

"ციხე კომფორტული ადგილი არ არის, სადაც ადამიანი წყნარად გრძნობს თავს. ათასობით ადამიანმა მიხეილ სააკაშვილის შექმნილ ციხეში წამება და დამცირება გაიარა. ისინი ციხეში ფსიქოლოგიურად ზუსტად ამ მდგომარეობაში იყვნენ, ძალიან მძიმეა, როცა ხარ შეზღუდული, ხარ საკანში და გეკრძალება გარეთ გასვლა. მაგრამ ადამიანებს დანაშაული აქვთ ჩადენილი და პატიმრობაში სწორედ ამის გამო იმყოფებიან. მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია გაცილებით ნაკლები დანაშაულისთვის, ვიდრე მას აქვს ჩადენილი", - ეს განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა. "ნაციონალური მოძრაობისგან" არავითარ საპარლამენტო მუშაობას არ ველი. ისევ იქნება მცდელობა იმისა, მოახდინონ იმ შეგონების რეალიზაცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ძალისმიერ მოქმედებებთან დაკავშირებით გააჩნია. თუ რამე ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება, ეს არის არეულობა, დაპირისპირება, ხოლო სააკაშვილი არის არეულობის და დაპირისპირების სიმბოლო. ეს სურათი დღითიდღე უფრო მკაფიო ხდება. მიხეილ სააკაშვილი აგრესიული იყო პრეზიდენტობის დროს და მას გარკვეული რესურსი ჰქონდა კიდეც, სიმბოლურად რომ ვთქვათ, ხელში ჯოხი ეკავა. ახლა იგივე სააკაშვილს ვხედავთ, როგორც მსჯავრდებულს. რესურსი, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა რევოლუცია მოახდინოს და ის საკნიდან ფიზიკურად დაიხსნას, არ არსებობს. რასაკვირველია, საკნიდან დახსნაც უკავშირდება მის გამეფებას, როგორც მას წარმოუდგენია,  საკუთარ თავს გარკვეულ ისტორიულ პიროვნებებს ადარებს და საკუთარი თავისთვის ზუსტად იგივე მომავალი ესახება. არ ვიცი, ეს ფსიქიკურ მდგომარეობას დავაბრალო თუ ადამიანის მისწრაფებას, რომ ქვეყანა პოლიტიკური მიზნებისთვის არიოს. არ ვიცი, მისი განცხადებები რომელი კუთხიდან გაავანაზილოთ, მაგრამ ფაქტია, რომ მას ქვეყნისთვის კარგი არ უნდა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.