მოსკოვში თავდაცვის სამინისტროს გენერალ-ლეიტენანტი, ვლადიმერ ალექსეევი მძიმედ დაჭრეს

ვლადიმერ ალექსეევი

მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალ-ლეიტენანტს, ვლადიმერ ალექსეევს თავს დაესხნენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობების თანახმად, უცნობმა პიროვნებამ ალექსეევს საკუთარ ბინაში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამხედრო მოსამსახურე მძიმე ჭრილობებით ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბრალდებული დაკავებული არ არის.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.