მოსკოვში, რუსეთის ბირთვული დაცვის ძალების უფროსი, გენერალი იგორ კირილოვი ააფეთქეს

აფეთქება რუსეთში

მოსკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი დაიღუპა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას  რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

ასაფეთქებელი მოწყობილობა საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან მდგარ „თვითგორიაში“ იყო ჩამონტაჟებული. აფეთქების შედეგად ასევე დაიღუპა იგორ კირილოვის თანაშემწე. ადგილზე გამომძიებლები, კრიმინალისტები და ოპერატიული სამსახურები მუშაობენ.