რა ვიდეო გამოაქვეყნა სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ბიჭმა, რომელიც ცოლმა მოკლა
1755978946
მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განხორციელდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა დრონი, რომლის სამიზნეც რუსეთის დედაქალაქი იყო.
მედიის ცნობით, თავდასხმის საფრთხის გამო, დროებით, ფუნქციონირება შეწყვიტა პულკოვოს აეროპორტმა - გადაიდო ათობით ავიარეისი.
სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორის თქმით, ჩამოგდებულია, სულ მცირე, ორი დრონი.