ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 12 იანვრიდან ამოქმედდება
1767902658
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, ანტიონიო კოშტას განცხადებით, ევროკავშირის მომდევნო გაფართოება მოიცავს უკრაინას, მოლდოვას და დასავლეთ ბალკანეთს.
აღნიშნული განცხადება კოშტამ კვიპროსში გააკეთა, სადაც ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად მაია სანდუსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. პრესკონფერენციაზე კი თქვეს, რომ ეს ორი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრების გზაზე დიდი პროგრესს აღწევს.
"ამ მრავალპოლუსიან სამყაროში გაფართოებული ევროპული კავშირი ნიშნავს უფრო ძლიერ, უსაფრთხო და მშვიდობიან ევროპას. მომდევნო გაფართოება, რომელიც მოიცავს უკრაინას, მოლდოვას და დასავლეთ ბალკანეთს, გადამწყვეტია ჩვენი კავშირის, როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშის გასაძლიერებლად. უკრაინის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების კონტექსტში, გაფართოებაზე პროგრესი განსაკუთრებით სასწრაფოა მომდევნო თვეებში, რათა აისახოს უკრაინის მიერ განხორციელებული რეფორმების შთამბეჭდავი ტემპი", - განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ.