მოხალისეებმა გადაარჩინეს დათვის ბელი, რომელმაც გარკვეული მიზეზების გამო ზამთარში ჩაძინება ვერ მოახერხა

დათვის ბელი

კანადაში გადაარჩინეს შავი დათვის ბელი, რომელმაც ვერ შეძლო ნორმალურად ზამთრის ძილით ჩაძინება. ამის შესახებ CBC News წერს.

დაჭრილი მდგომარეობაში მყოფი დათვის ბელი 20 დეკემბერს შენიშნეს ქალაქ დოუსონ-კრიკში. მას გზაზე ეძინა და აშკარად ჩანდა, რომ დახმარება სჭირდებოდა. შეშფოთებულმა მოქალაქეებმა ინფორმაცია გადასცეს ორგანიზაციას Northern Lights Wildlife Society (NLWS), რომელიც დაჭრილი და ობოლი ველური ცხოველების რეაბილიტაციაზე მუშაობს.

ადგილზე მისულმა მოხალისეებმა დათვის ბელი ხის ახლოს, თოვლში ჩაფლული იპოვეს. იმ დღეს კანადაში განსაკუთრებით ცივი ამინდი იყო და მათ ეშინოდათ, რომ ცხოველის მარტო დატოვება ღამით საფრთხის შემცველი იქნებოდა, არსებობდა რისკი, რომ ის გაყინვას ვერ გადაურჩებოდა. ბელი ყუთში გაათბეს და ორგანიზაციის ოფისში გადაიყვანეს.

ცენტრის თანამშრომლებმა დათვალიერებისას შენიშნეს, რომ დათვის ბელს მძიმე დამწვრობები ჰქონდა. მათ დაასკვნეს, რომ ის ცეცხლს გადაურჩა. 

NLWS-ის თანადამფუძნებელი ანჟელიკა ლანგენი ვარაუდობს, რომ დათვის ბელი ემზადებოდა ზამთრის ძილით ჩაძინებისთვის დედა დათვთან ერთად და დამალულიყო იყო ფოთლების, ტოტებისა და ბალახების გროვაში, ლანგენის თქმით, დიდი ალბათობით ეს ტოტები მუშებმა დასაწვავად გამოიყენეს, რა დროსაც  ბელი დაზიანდა, სად გაქრა მისი დედა - უცნობია.