მნიშვნელოვანია, NATO-სა და ევროპის ქვეყნებმა ერთდროულად და ეფექტიანად უზრუნველყონ რუსეთ-უკრაინის საზღვრის სტაბილურობა - დონალდ ტუსკი

დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ნატოსა და ევროპის ქვეყნებმა ერთდროულად და ეფექტიანად უზრუნველყონ რუსეთ-უკრაინის საზღვრის სტაბილურობა.

ტუსკის თქმით, პოლონეთი მზადაა თურქეთთან თანამშრომლობისთვის როგორც თავდაცვის, ისე სამხედრო მრეწველობის სფეროში.

„მე მივმართე პრეზიდენტ ერდოღანს მკაფიო წინადადებით, რომ თურქეთმა აიღოს პასუხისმგებლობა სამშვიდობო პროცესზე დამთელ ჩვენს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტიებზე. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ჩვენს თურქ მეგობრებთან, როგორც თავდაცვის, ისე თავდაცვის მრეწველობის სფეროში. ნათელი ხდება, რომ ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ მშვიდობა არის თურქეთის, პოლონეთის, რაც მთავარია უკრაინისა და შეერთებული შტატების მიზანი. ერთადერთი კითხვის ნიშანი, რომელიც დღეს რჩება, არის რუსეთის რეაქცია“, - აღნიშნა ტუსკმა.