„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
ინგლისში 31 წლის ადინა მიჰაი და მისი 30 წლის თანამზრახველი, მადალინ დუმიტრუ, სასამართლოს წინაშე წარდგნენ და აღიარეს, რომ მამაკაცებს ინტერნეტის მეშვეობით უკავშირდებოდნენ, სასმელში ნარკოტიკულ ნივთიერებას ურევდნენ, შემდეგ კი ძარცვავდნენ. გამოძიების ცნობით, მათი ქმედებების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორი კი გადარჩა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები აღნიშნული სქემით 2024 წლის აგვისტოდან 2025 წლის ივლისამდე მოქმედებდნენ. ადინა მიჰაი თავს სექს-მუშაკად ასაღებდა და მსხვერპლებს ონლაინპლატფორმების საშუალებით პოულობდა. შეხვედრისას მამაკაცების სასმელში ფარულად ამატებდა GBL-ს — ნივთიერებას, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ GHB-ად გარდაიქმნება და იწვევს ძლიერ დამამშვიდებელ ეფექტს, გონების დაკარგვას ან ღრმა ძილს.
როდესაც მსხვერპლი უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, ბრალდებულები სახლიდან ფულს, ძვირფას ნივთებსა და სხვა ქონებას იპარავდნენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ამ სქემას ემსხვერპლნენ 80 წლის მალკოლმ კინგი და 37 წლის გარი მუატი. ორივე შემთხვევა თავდაპირველად ბუნებრივ სიკვდილად შეფასდა, თუმცა მოგვიანებით ჩატარებულმა ექსპერტიზამ მათ ორგანიზმში GBL-ის კვალი დაადასტურა. სწორედ ამის შემდეგ სამართალდამცველებმა საქმეები ერთმანეთს დაუკავშირეს და ბრალდებულების იდენტიფიცირება შეძლეს.
სასამართლოში ადინა მიჰაიმ და მადალინ დუმიტრუმ ორი ადამიანის უნებლიე მკვლელობისა და კიდევ ორი პირისთვის მომწამვლელი ნივთიერების მიცემის ბრალდება აღიარეს.
პოლიციის განცხადებით, გამოძიება კვლავ გრძელდება, რადგან არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულებს სხვა მსხვერპლებიც ჰყავდეთ. განაჩენის გამოცხადებამდე ორივე პატიმრობაში დარჩება. მათ მრავალწლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.