თბილისსა და რეგიონებში ელექტრომომარაგება შეიზღუდა
1745049323
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარიზში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპელი და უკრაინელი დიპლომატები. ემანუელ მაკრონმა შეხვედრისას განაცხადა, რომ ყველა მხარე ცდილობს უკრაინაში მყარი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას.
„მჯერა, რომ ყველას სურს მშვიდობა, რა თქმა უნდა, მყარი და მდგრადი მშვიდობა. ეს არის ის, რასაც ჩვენ, ყველანი ვცდილობთ. ახლა საკითხი ეხება ეტაპებს, იმ გზას, თუ როგორ მივუახლოვდეთ შედეგს, რომელიც ჩვენ გვსურს“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პარიზში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროსა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დევიდ ლემისაც შეხვდა. როგორც მედია წერს, აშშ-ის ოფიციალური პირები პარიზში ვიზიტის დროს ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების საკითხის განხილვასაც აპირებენ.