მინესოტის უმსხვილესმა ბავშვთა საავადმყოფომ არასრულწლოვანთათვის სქესობრივი მომწიფების ბლოკატორებისა და სქესის შეცვლის ჰორმონების გამოწერა შეწყვიტა

დროშა

მინესოტის შტატის უმსხვილესმა ბავშვთა საავადმყოფომ არასრულწლოვანთათვის სქესობრივი მომწიფების ბლოკატორებისა და სქესის შეცვლის ჰორმონების გამოწერა შეწყვიტა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ტრამპის ადმინისტრაციის ზემოქმედების შედეგად, უფრო და უფრო მეტი საავადმყოფო ამბობს უარს ბავშვთა სქესობრივ დასახიჩრებაზე.

ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, არასრულწლოვანთა სქესის შეცვლის მიზნით, ქირურგიულ ჩარევას ბოიკოტი გამოუცხადა ამერიკის პლასტიკურ ქირურგთა საზოგადოებამაც.