1772023571
მინდა მადლობა გადავუხადო კომისარ მარტა კოსს მისი პრინციპული პოზიციისთვის საქართველოსა და ზოგადად გაფართოების საკითხზე - რასა იუკნევიჩიანე
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს. მთავარი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენეა. მისი თქმით, საქართველოს შესახებ ახალი ანგარიშის პროექტში აქცენტი ბოლოდროინდელ მოვლენებზე გაკეთდა, მისივე შეფასებით, ქვეყანა ევროპულ გზას დაშორდა.
"რეგრესი შეინიშნება ცხრავე პრიორიტეტში, რომელიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობა იყო. ეს ანგარიში ხაზს უსვამს მიზანმიმართული სანქციების მნიშვნელობას მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლაზე. ანგარიში აფრთხილებს მხარეებს, რომ რეპრესიების გაგრძელებამ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობამ და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვამ, საბოლოოდ, შესაძლოა გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაზეც სრული პასუხისმგებლობა მმართველ ხელისუფლებას დაეკისრება. მინდა მადლობა გადავუხადო კომისარ მარტა კოსს კარგი თანამშრომლობისთვის და მისი პრინციპული პოზიციისთვის საქართველოსა და ზოგადად გაფართოების საკითხზე", - აცხადებს რასა იუკნევიჩიანე.
პასუხად "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ამ ანგარიშს არანაირი ფასი არ აქვს და ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებს კურირებს ადამიანი, რომელიც ქვეყნების მიმართ უსამართლო განცხადებით გამოირჩევა.











