„საპატრიარქოს უწყებანი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

კონსტანტინე გიორგაძე

„საპატრიარქოს უწყებანი“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა (ვერის ბაღთან მდებარე) ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე.

დეკანოზი კონსტანტინე დასვენებული იქნება ამავე ტაძარში, ხოლო დაიკრძალება შაბათს, 28 თებერვალს კუკიის სასაფლაოზე.

მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ კონსტანტინეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახსადა სამწყსოს. უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი კონსტანტინე“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.