ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ - დღეს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია
1772013188
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა პეკინში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს განუცხადა, რომ ბერლინმა და პეკინმა სტრატეგიული კომუნიკაცია და ურთიერთნდობა უნდა გააძლიერონ, რადგან მსოფლიო, სულ უფრო, მღელვარე და რთული ხდება.
სი ძინპინმა ასევე აღნიშნა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს.
„ათი წლის წინ, რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება, რომ მსოფლიო განიცდის ისეთ მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას, როგორიც საუკუნეა, არ მომხდარა. ცოტა ხნის წინ თქვენც განაცხადეთ, რომ ეპოქალური გარდამტეხი მომენტის წინაშე ვდგავართ. რაც უფრო ტურბულენტური და გადაჯაჭვული ხდება მსოფლიო, მით უფრო მეტად სჭირდებათ ჩინეთსა და გერმანიას სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერება და სტრატეგიული ურთიერთნდობის გაძლიერება“, – განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.
როგორც „როიტერი“ წერს, ფრიდრიხ მერცი, რომელიც ჩინეთში პირველი ვიზიტით იმყოფება, ერთადერთი დასავლელი ლიდერი არ არის, რომელიც პეკინთან ურთიერთობის გაღრმავებას ცდილობს. მიმდინარე წლის დასაწყისში პეკინს გაერთიანებული სამეფოსა და კანადის პრემიერ-მინისტრებიც ეწვივნენ.