გიორგი კალანდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1771229799
რუსეთი მზადაა, ერევანთან განიხილოს „ტრამპის მარშრუტის“ პროექტში მოსკოვის შესაძლო მონაწილეობის პარამეტრები, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა.
გალუზინმა გაიხსენა, რომ სომხეთის რკინიგზის ქსელს 2038 წლამდე რუსეთის რკინიგზის შვილობილი კომპანია მართავს, ქვეყანა რუსულ ლიანდაგს იყენებს, ხოლო ირანთან საზღვარზე რუსი მესაზღვრეები არიან განლაგებულნი.
„სომხურ-ამერიკული ინიციატივის დეტალები ჯერ კიდევ შესასწავლია. ჩვენ მზად ვართ, კონსულტაციები გავმართოთ ჩვენს პარტნიორებთან ერევანში, რათა განვიხილოთ როგორც პარამეტრები, ასევე რუსეთის შესაძლო მონაწილეობა ამა თუ იმ ფორმით. ასევე უნდა იქნეს გათვალისწინებული სომხეთის წევრობა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში. ამ ვითარებაში ცხადია, რომ ჩვენი პარტნიორები რუსეთის გარეშე ვერ შეძლებენ მართვას“, – აღნიშნა გალუზინმა.
გალუზინმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე მიღწეულია რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში, ვიცე-პრემიერ-მინისტრის დონეზე.