მგზავრი გარდაიცვალა - მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს
1760539965
ღაზის შეთანხმების შემდეგ, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს, – ამის შესახებ „მიდლ ისთ აი“ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
ორივე წყარომ განაცხადა, რომ უიტკოფი ახლო აღმოსავლეთში დიპლომატიის „დამქანცველი“ გრაფიკის შემდეგ, ადმინისტრაციის დატოვებას გეგმავს, რათა ბიზნესზე გადაერთოს.
ეგვიპტის სამიტის ფარგლებში ტრამპსა და ეგვიპტის პრეზიდენტ, აბდელ ფატაჰ ალ-სისის შორის ხანმოკლე შეხვედრის დროს უიტკოფმა მიანიშნა, რომ ის შემდეგ ეტაპებზე, კერძოდ, ღაზის რეკონსტრუქციაზე იქნებოდა ჩართული.
გასულ კვირას უიტკოფმა და კუშნერმა ეგვიპტეში უპრეცედენტო პირდაპირი შეხვედრა გამართეს „ჰამასის“ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ხალილ ალ-ჰაიასთან.
ტრამპმა უიტკოფს ასევე დაავალა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შუამავლობა, თუმცა ეს მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.