გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს
1736951940
მიანმარში, ტაიფუნ იაგის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობებს კიდევ 33 ადამიანი ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა BBC ავრცელებს.
აქამდე, ტაიფუნ იაგის შედეგად ვიეტნამში 200-დე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 125-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლებოდა.
გამოცემა BBC-ის ცნობით, ტაიფუნისგან გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 230 000 ადამიანს მოუწია საცხოვრებელი სახლის მიტოვება - ამ დროისთვის, მიანმარის დედაქალაქი, ნაიფიიდო სტიქიის შედეგად ყველაზე დაზარალებული რეგიონია.
მიანმარის მმართველმა ხუნტამ, უსახლკაროდ დარჩენლითათვის ამ ეტაპზე დროებითი ბანაკები მოაწყო.