მეზობელი ქვეყნები მზად არიან აგრესიის განსახორციელებლად - ლუკაშენკო

ლუკაშენკო

ბელორუსის არაღიარებულმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მეზობლები მზად არიან, ბელორუსის წინააღმდეგ აგრესია განახორციელონ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მან შეკრიბა უსაფრთხოების ძალები და სამხედროები, რათა განეხილათ არმიის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება და ტექნიკის ნაწილის უკრაინის საზღვართან გადატანა.

„ჩვენ ჩავატარეთ და ვატარებთ წვრთნას, ახლა, არსებული ვითარებიდან და საფრთხეებიდან გამომდინარე, ისინი უფრო მასშტაბურია, ამიტომ, ჩვენ ვატარებთ წვრთნებს ჩვენს ტერიტორიაზე. არ შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია განხორციელდეს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ ასეთ მზადყოფნას ჩვენი მეზობლების მხრიდან. ვიცით, ვინ უბიძგებს ამ მეზობლებს, რომ ჩვენს საზღვრებზე დაძაბულობა შექმნან“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ თუ „მოულოდნელად რამე მოხდება“, იქ სადაც „დაძაბულობაა“, სწრაფი რეაგირების ძალებს გაგზავნის.