მეწყერს 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი - ტრაგედია ნეპალში

მეწყერი

ძლიერმა წვიმამ ნეპალში მეწყერი გამოიწვია, შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კატასტროფების სამაშველო და შემცირების მართვის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლის, ბჰატარაის 
განცხადებით, მეწყერმა გულმის რაიონში, სოფელ მალიკაში, სახლი მოიყოლა, რომელშიც ერთი ოჯახის ხუთი წევრი იყო. ასევე, მეზობელ სიანჯას რაიონში მეწყერს ქალი და მისი სამი შვილი ემსხვერპლა.

ყოველწლიური მუსონური წვიმების სეზონზე მთიან ნეპალში მეწყერი და წყალდიდობა ხშირია. მეწყრის, წყალდიდობისა და ელვის შედეგად ივნისის შუა რიცხვებიდან სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა ნეპალში.