„არ მინდოდა ფეხბურთელი ყოფილიყო... ვეხვეწებოდი, ფეხბურთს დაანებე თავი და სწავლას მიხედე მეთქი“ - გიორგი მამარდაშვილის დედა

მამარდას დედა

გიორგი მამარდაშვილის მშობლებმა დავით მამარდაშვილი და თამუნა ბლიაძე „შაბათის ეთერში“ საქართველოს ნაკრების მეკარის კარიერაზე და მის პიროვნებაზე ისაუბრეს.

„არ მინდოდა, რომ ფეხბურთელი ყოფილიყო. ვეხვეწებოდი, ფეხბურთს დაანებე თავი და სწავლას მიხედე, ხომ შეგიძლია-მეთქი“ – იხსენებს დედა.

თამუნა ბლიაძე ბრაზდება, როცა სოციალურ ქსელში წერენ, რომ გიორგი ცივია, ემოციების გამოხატვა არ შეუძლია და არ იღიმება.

„თვითონ არის ასეთი, შეიძლება ხელი მოგკიდოს და თითქოს ჩაგეხუტა. ყველას ხომ არ შეუძლია და ამაზე სოციალურ ქსელში წერენ ხოლმე „ვინ არის ეს ხე?“. არ არის ასეთი. სტადიონზე რაც ჩანს, 360 გრადუსით სხვა ადამიანია სახლში. კარგი იუმორი აქვს, ვკვდებით ხოლმე სიცილით ყველანი“, – ამბობს თამუნა ბლიაძე.