„ცუდია დიდ შაბათს სახლიდან რამეს გაცემა...“ - ცრურწმენები და სახალხო ტრადიციები
1744996659
მეცნიერებმა კემბრიჯიდან შორეული პლანეტის K2-18b-ის ატმოსფეროს შესწავლის პროცესში ისეთი მოლეკულები - დიმეთილსულფიდი (DMS) და დიმეთილდისულფიდი (DMDS) აღმოაჩინეს, რომლებიც დედამიწაზე მხოლოდ უბრალო ორგანიზმების მიერ წარმოიქმნებიან.
ეს მეორე, თუმცა უფრო დამაიმედებელი ინფორმაციაა სხვა პლანეტებზე სიცოცხლისთვის დამახასიათებელი ქიმიური ნივთიერების აღმოჩენის ნასას კოსმოსური აპარატის JWST-ის მიერ.
ასტრონომების განცხადებით, ამ შედეგების გასამყარებლად და გასამტკიცებლად მეტი მონაცემების მიღებაა საჭირო. წამყვანი მეცნიერი და პროფესორი ნიკუ მადჰუსუდჰანი იმედოვნებს, რომ ძალიან მალე ის გადამწყვეტ მტკიცებულებებს მიიღებს.
„ეს ყველაზე კარგი მტკიცებულებაა იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, იქ არსებობს სიცოცხლე. მე შემიძლია ვთქვა, რომ ამის დამტკიცებას უახლოესი ორი წლის განმავლობაში შევძლებთ“, - განაცხადა მადჰუსუდჰანმა.
K2-18b დედამიწაზე ორჯერ დიდია და მას 700 ტრილიონი მილი აშორებს.
კოსმოსური ტელესკოპი JWST-ი იმდენად ძლიერია, რომ მას პლანეტის ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის დადგენა შეუძლია. პლანეტა პატარა წითელი მზის ირგვლივ ტრიალებს.
მეცნიერების თქმით, სამყაროში უამრავი უცნაური პროცესი მიმდინარეობს და უცნობია როგორი გეოლოგიური პროცესები მიმდინარეობს შორეულ პლანეტაზე, რომელზეც ეს მოლეკულები შენიშნეს.
წინ მადჰუსუდჰანს და მის ჯგუფს დიდი და შრომატევადი დაკვირვებების და კვლევების ჩატარება მოუწევს, რათა სამეცნიერო წრეები ამ თეორიაში დაარწმუნოს.