„ჰეზბოლა“ ისრაელს პეიჯერების კოორდინირებულ აფეთქებაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც დაჯგუფების ათასზე მეტი წევრი დაშავდა

ჰეზბოლა

„ჰეზბოლა“ ისრაელს პეიჯერების კოორდინირებულ აფეთქებაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც დაჯგუფების ათასზე მეტი წევრი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

„ჰეზბოლას“ წარმომადგენლის განცხადებით, აფეთქებები სპეცოპერაციის შედეგი იყო, რომლის სამიზნე საკომუნიკაციო მოწყობილობები იყო.

„მტერი [ისრაელი] დგას ამ ინციდენტის უკან“, - აღნიშნა „ჰეზბოლას“ წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ახალ პეიჯერებს, რომლებსაც „ჰეზბოლას“ წევრები იყენებენ, ლითიუმის ბატარეები აქვთ, რომლებიც, სავარაუდოდ, აფეთქდა.