1733256870
მესმის და მივიღებ ხალხის აღშფოთებას - ვალენსიის პრეზიდენტი
ვალენსიის პრეზიდენტმა, კარლოს მაზონმა თანაგრძნობა გამოხატა რეგიონში გამოვლენილი საზოგადოების აღშფოთების მიმართ და შეაქო მეფე ფელიპეს რეაქცია.
„მესმის ხალხის აღშფოთება და, რა თქმა უნდა, დავრჩები და მივიღებ ამას. ეს ჩემი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებაა. მეფის დამოკიდებულება დღეს დილით სამაგალითო იყო“, – წერს მაზონი.
ესპანეთის მეფე ფელიპე დედოფალთან და ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად, ვალენსიაში, წყალდიდობით დაზარალებულ ქალაქ პაიპორტაში ჩავიდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები სკანდირებდნენ – „მკვლელებო, მკვლელებო“ და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ.
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 214-მდე გაიზარდა.