მექსიკის სამხრეთ ნაწილს ტროპიკულმა შტორმა გადაუარა

მექსიკა

მექსიკის სამხრეთ ნაწილს ტროპიკულმა შტორმა გადაუარა. კარიბის ზღვაში წარმოქმნილმა შტორმმა რეგიონს ამ ეტაპისთვის უმნიშვნელო ზიანი მიაყენა, თუმცა ქვეყნის მმართველობა მოსახლეობას სიფრთხილისა და ამინდის პროგნოზისთვის თვალის დევნებისკენ მოუწოდებს.

ტროპიკული ქარიშხალი დაატყდა თავს ბარბადოსსაც. სტიქიამ აღმოსავლეთ სანაპიროს გადაუარა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, საცხოვრებელ სახლებს კი სახურავები ახადა. ცნობები მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ არ გავრცელებულა.