Dolce & Gabbana -ს ახალი კოლექციის ჩვენება სარდინიაში გაიმართა

Dolce & Gabbana

იტალიის გამორჩეული სილამაზის კუნძული, რომელიც აერთიანებს ისტორიას, კულტურას და ბუნებას, Dolce & Gabbana -ს უახლესი კოლექციის ლოკაციად შეირჩა. სარდინიის განსაცვიფრებელ სანაპიროებსა და დიდებულ ნანგრევებს შორის, დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ თავიანთი უახლესი Alta Moda შოუ წარმოადგინეს. 
 
როგორც ბრენდის განცხადებაშია ნათქვამი, სილამაზისა და ბუნებრივობის ეს შედევრები შექმნილია ადგილობრივი მხატვრობისა და ფოლკლორის შთაგონებით, ტრადიციებისა და ოცნებების უმშვენიერესი მიქსით კი, კოლექცია მოგვითხრობს განსხვავებულ მაგიურ სასიყვარულო ისტორიებს წარსულიდან.

ჩვენებას არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის : ნაომი კემპბელი, როუზი ჰანგთინთონ-უაითლი, დევა კასელი, ალესანდრა ამბროსიო და ა.შ. Alta Moda ეს გახლავთ კოლექცია, რომელსაც ხშირად უწოდებენ იტალიელების ოტ-კუტიურს. ტრადიციულად, დოლჩე & გაბანა Alta Moda შოუს პარიზის მაღალი მოდის კვირეულის დასრულების შემდეგ, გამორჩეულ ლოკაციებზე მართავს.