მექსიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-ის ულტრამემარჯვენე ძალები მისი მთავრობის წინააღმდეგ ადგილობრივ ჯგუფებთან კოორდინირებულად მოქმედებენ

მექსიკის პრეზიდენტი

 მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი აცხადებს, რომ აშშ-ის ულტრამემარჯვენე ძალები მისი მთავრობის წინააღმდეგ ადგილობრივ ჯგუფებთან კოორდინირებულად მოქმედებენ.

ამის შესახებ შეინბაუმმა მისი მთავრობის წინააღმდეგ გამართული აქციების შემდეგ განაცხადა.

მექსიკის პრეზიდენტმა ქვეყნის შიდა საქმეებში აშშ-ის სამთავრობო უწყებებისა და ბიზნეს წრეების სავარაუდო ჩარევა დაგმო.

„მე მჯერა, რომ შეერთებულ შტატებში არიან ულტრამემარჯვენე ძალები, რომლებსაც, იდეოლოგიური განსხვავებების გამო, მექსიკასთან ცუდი ურთიერთობა სურთ“, – განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა.

შეინბაუმის თქით, მას არ სჯერა, რომ მექსიკის წინააღმდეგ თავდასხმებს დონალდ ტრამპი აწყობს.

როგორც „როიტერი“ წერს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპმა ახალი სატარიფო და საიმიგრაციო პოლიტიკა შეიმუშავა. ამასთან, დაძაბულობა აპრილში გამწვავდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ნარკოტიკებით ვაჭრობასთან სავარაუდო კავშირში ათ მექსიკელ ჩინოვნიკს, მათ შორის მმართველი პარტიის წარმომადგენელს, სინალოას გუბერნატორ რუბენ როჩას, ბრალი წაუყენა.

ამასთან, გასულ კვირაში, მექსიკის კონგრესმა დაამტკიცა საკონსტიტუციო შესწორება, რომელიც „უცხოური ჩარევის“ შემთხვევაში არჩევნების გაუქმების შესაძლებლობას იძლევა. ოპოზიციის ლიდერებმა გააკრიტიკეს კანონმდებლობა, როგორც ახალი არჩევნების ჩატარების საბაბი, თუ შედეგები მმართველი პარტიისთვის არახელსაყრელი იქნება.