მექსიკაში შეიარაღებულ თავდასხმას 10 ადამიანი ბავშვი ემსხვერპლა

კკ

მექსიკაში შეიარაღებულ თავდასხმას 10 ადამიანი, მათ შორის, ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა პუებლის შტატში მოხდა.

ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, შეიარაღებულებმა ცეცხლი მოქალაქეებს მიზანმიმართულად გაუხსნეს. დამნაშავეთა ადგილსამყოფლის დადგენას მექსიკელი სამართალდამცველები ცდილობენ.

შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრომ პირობა დადო, რომ მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება, თავდასხმის მოტივის დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება.